Belive

"მინდორზე ყველაფერს გავიღებთ, ნებისმიერ გუნდს შევჭამთ" - გიორგი ქოჩორაშვილი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" 3 დეკემბერს "ვალიადოლიდს" საკუთარ არენაზე დაუპირისპირდება, გუნდი რთულ მდგომარეობაშია და ბოლო 6 მატჩია ლა ლიგა 2-ში მოგებას ვერ ახერხებს.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩამდე, თავისი გუნდის შანსებზე, ბრძოლისუნარიანობაზე და მწვრთნელზე ისაუბრა

ვიცით, რომ როდესაც ვინმე რთულ სიტუაციაშია, უბრალოდ უნდა დაუჭირო მხარი, გაამხნევო, თავი უნდა აწიო და ერთად გააგრძელოთ ბრძოლა. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს და ჩვენ ვიცით, როგორ გავუძლოთ ამ ზეწოლას. ჩვენ ერთად ძლიერი გუნდი უნდა ვიყოთ

გულშემატკივრის ფაქტორზე

მინდორზე ყველაფერს ვაკეთებთ და იმ ატმოსფეროში როგორიც იქნება შევჭამთ ნებისმიერ გუნდს ვინც არ უნდა იყოს. მამაჩემმა მითხრა, როცა შენს პარტნიორს ქუჩაში ან მიწაზე ხედავ, უნდა დაიცვა სხვებისგან, ვინც მას ურტყამს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე

ნაკრებში თამაშმა მომცა დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა, მსურს ეს მოედანზეც გადავცე ჩემს თანაგუნდელებს, რათა დავეხმარო მათ ყველაფერში.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ამ დროისთვის ლა ლიგა 2-ში მე-9 პოზიციაზე იმყოფება და 24 ქულა აქვს, მომდევნო მეტოქე ვალიადოლიდი კი მესამეზეა 32 ქულით.

სხვა სტატიები