Belive

"მინდოდა, რომ მოედანზე გუნდს რამით დავხმარებოდი, მაგრამ არაუშავს" - ლაუტარო მარტინესი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორიული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მუნდიალის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა დაუპირისპირდნენ და ფურია როხამ მეტოქე ექსტრა ტაიმში მინიმალური სხვაობით ფერან ტორესის გოლით 1:0 დაამარცხა.

ლაუტარო მარტინესი სათადარიგო სკამზე იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, არგენტინელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოვიდა. ძალიან ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ.

მინდოდა, რომ მოედანზე გუნდს რამით დავხმარებოდი, მაგრამ არაუშავს. მადლობა ყველას ვინც ამ მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მხარს გვიჭერდა, მათ უამრავი კილომეტრი გაიარეს, რომ ჩვენთან ახლოს ყოფილიყვნენ და ასევე ყველას მადლობას გადავუხდი, ვინც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან გაგვამხნევა და გვიგულშემატკივრა. - ლაუტარო მარტინესი - არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
View this post on Instagram

A post shared by Lautaro Javier Martinez (@lautaromartinez)