,,მინდა, ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ წავაგებთ'' - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ, საქართველოსთან მატჩის წინ, ყურადღება უკრაინელთა საკადრო პრობლემებზე გაამახვილა:
,,სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს - ერთი ფეხბურთელი ავად გახდა, მეორემ ტრავმა მიიღო... მწვრთნელს ფეხბურთელების გამოცვლა ხელთათმანებივით უწევს. თუმცა, საკითხავია, რამდენად მაღალია ამა თუ იმ მოთამაშის დონე. ძალიან სუსტი ბიჭები გვყავს, ძალიან... მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, უნდა შევეგუოთ იმას, რაც გვაქვს.
რისი იმედი უნდა გვქონდეს საქართველოსთან? ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ წავაგებთ. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს. პოლონეთში ქართველებს ბევრი მომენტი ჰქონდათ და გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.
ჯერ საქართველოსთან არ წაგვიგია, მაგრამ გაგვიმართლა, როცა ოქტომბერში მათი დამარცხება შევძელით. ახლა ჩვენი მეტოქე საკუთარ მოედანზე ითამაშებს, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს.'' - იოჟეფ საბო
ერთა ლიგის B დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი შაბათს, 16 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
4 ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, უკრაინა კი 4 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.