MARCA: "რეალმა ტრენტთან შეთანხმებას მიაღწია - ტრანსფერი იანვრის ბოლომდე დაიხურება"
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა "Marca", საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ინფორმაციის თანახმად, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა "სამეფო კლუბს" ტრანსფერის შესახებ დადებითი პასუხი უთხრა და ტრანსფერი იანვრის ბოლომდე დაიხურება.
🚨 Trent Alexander-Arnold to Real Madrid is DONE.
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) January 16, 2025
All that is left to decide is whether he moves now, or in the summer.
🗞️ @marca pic.twitter.com/uKPdFdomts
შეგახსენებთ, რომ 26 წლის მარჯვენა მცველს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს უსრულდება და ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი უნდა თუ არა კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.
მას კლუბის დატოვება 2024 წლის ზაფხულში სურდა, თუმცა, მერსისაიდელებმა იგი კლუბიდან არ გაუშვეს. მიუხედავად არნე სლოტის ნდობისა, მცველს ორი არჩევანი აქვს, მიიღოს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი, ან ჩაერთოს ახალ გამოწვევაში და წავიდეს მადრიდულ გრანდში.
26 წლის ინგლისელი ვარსკვლავი "ლივერპულში" 2016/2017 წლებიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 337 მატჩი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში, 21 გოლის გატანა და 85 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.