Belive

"მინდა იუვენტუსში დავბრუნდე და ალეგრის ჯარისკაცი გავხდე" - დუგლას კოშტა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი - დუგლას კოშტა, ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს. კოშტამ, რომელმაც უკანასკნელი წლები ევროპისგან შორს გაატარა, აღნიშნა, რომ სურს ალეგრის ჯარისკაცი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ კოშტამ ტურინელების მოლოდინები ვერ გაამართლა და ახლა სურს, რომ "ბიანკონერის" ფანებს თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაანახოს.

მოხარული ვიქნები, თუ "იუვენტუსში" დავბრუნდები - ეს ჩემი ოცნებაა. მინდა კვლავ ალეგრის ჯარისკაცი გავხდე და "იუვეს" ფანების სიყვარული შევიგრძნო. ჩემი აგენტი ყველა დაინტერესებულ კლუბთან, მათ შორის "იუვენტუსთანაა" კავშირზე. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ საუდის არაბეთში გავფრინდეთ, რადგან მათი ჩემპიონატი საგრძნობლად უმჯობესდება. - დუგლას კოშტა.

შეგახსენებთ, დუგლას კოშტა "ბიანკონერის" ღირსებას 2018-22 წლებში იცავდა, თუმცა, ტურინული კლუბის მაისურით მხოლოდ 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტურინელებმა კოშტა "ბაიერნში" (2020/21), "გრემიოსა" (2021) და "ლოს ანჯელეს გალაქსიში" (2022) იჯარის წესით გაანათხოვრეს.

სხვა სტატიები