"მინდა, ატლეტიკო ევროპაში ჩემი ბოლო გუნდი იყოს" - გრიზმანი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა 1/8-ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პლეი-ოფში ითამაშებს მადრიდის "ატლეტიკოც", რომელმაც ჯგუფის ბოლო მატჩში ლაციო 2:0 დაამარცხა.
დიეგო სიმეონეს კლუბმა აღნიშნულ შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო შედეგი დააფიქსირა:
მადრიდელებმა ზედიზედ 20 საშინაო შეხვედრა მოიგეს და რეკორდიც გაიმეორა
2016 წლის შემდეგ, "ატლეტიკომ" ჯგუფში პირველი ადგილი პირველად დაიკავა
გრიზმანმა 5 გოლი გაიტანა და საკუთარი რეკორდი დაამყარა
გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან სწორედ ფრანგმა შემტევმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს "ატლეტიკო" მისთვის ბოლო ევროპული კლუბი იყოს.
მინდა, ატლეტიკო ევროპაში ჩემი ბოლო გუნდი იყოს და შემდეგ ნებისმიერ კლუბში სიამოვნებით ვითამაშებ. სწორედ იმ დონეზე ვარ, რაც კლუბს სჭირდება და დარჩენის სურვილი მაქვს. ვნახოთ კლუბი შანსს თუ მომცემს. თუმცა. კლუბში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. - განაცხადა ანტუანმა TNT Sports Brazil-თან საუბრისას
🔴⚪️ Griezmann: “I want Atleti to be my last club in Europe — and then enjoy elsewhere”, told TNT Sports Brazil.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 14, 2023
“I have the desire to continue here, I'm at the level the team needs. Let's see if they give me the chance, but there are many good players here”. pic.twitter.com/kAWPCU3hbQ
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 18 დეკემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე შედგება, ხოლო პლეი-ოფები კი სტარტს 13-14 თებერვალს აიღებს.