მიმდინარე სეზონში ბარსელონა კამპ ნოუზე ვერ დაბრუნდება
ESPN-ის ცნობით, "ბარსელონას" კამპ ნოუზე დაბრუნების საკითხი მომავალ სეზონამდე გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ისევ განიხილავს შესაძლებლობას, რომ ბარსამ საკუთარ ისტორიულ მოედანზე თამაშები მარტიდან განაახლოს, ეს თითქმის შეუძლებელია.
საკუთარი 125 წლის იუბილის აღსანიშნავად, ბარსელონას ამ წლის ნოემბრიდან სურდა განახლებულ სტადიონზე თამაში, თუმცა მშენებლობა ვერ დასრულდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ გაჭიანურდება.
მოედნის ხელახალი განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესი შენელდა იმის გამო, რომ მეორე იარუსზე უფრო მეტი სამუშაო გახდა საჭირო, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამავდროულად, მოედანს 3 თვემდე დასჭირდება ყველა ისეთი დეტალის მოსაგვარებლად, რაც უმაღლესი დონის შეხვედრების მასპინძლობას უზრუნველყოფს. ნოუ კამპზე საფარის დაგება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
მომავალი 'SPOTIFY CAMP NOU'-ს რეაბილიტაცია 2023 წლის ივნისში დაიწყო და მას შემდეგ ბარსელონა 'სახლის' თამაშებს 'მონჟუიკზე' ატარებს.