Belive

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოურინიო რომას დატოვებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მომავალ სეზონში ჟოზე მოურინიო ,,რომას'' მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს:

,,ეს არ მოხდება... მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არც არასდროს ყოფილა.

მოქმედი ხელშეკრულების დასრულების შემდეგ მხარეები ერთმანეთს დაშორდებიან.

რა თქმა უნდა, უგუნდო მოურინიოს მიმართ არაბული გუნდების ინტერესი დიდი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს თავად სპეციალისტს.'' - ჯანლუკა დი მარციო

მოურინიო ,,რომაში'' 2019 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით დედაქალაქურმა გუნდმა კონფერენს ლიგის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები