Belive

მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ისტორიაში ყველა დასწრებადია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალდასწრებადია. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

უეფას ცნობით, უკვე ჩატარებულ მატჩებს სულ 250 746 მაყურებელი დაესწრო, რითაც 2017 წელს, პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დამყარებული რეკორდი (243 995 მაყურებელი) მოიხსნა.

თბილისში დამყარდა ტურნირის ერთ მატჩზე დასწრების რეკორდიც - ,,დინამო არენაზე” საქართველოსა და ისრაელის მეოთხედფინალურ შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 44 338 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. წინა ორი რეკორდის ავტორიც საქართველოა – ნიდერლანდებთან მატჩს 43 043 ადამიანი დაესწრო, ბელგიასთან მატჩს კი – 41 887.

სხვა სტატიები