მილიკი: ,,მბაპეს წინააღმდეგ სკუტერები დაგვჭირდება''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, არკადიუშ მილიკმა, საფრანგეთთან შეხვედრის წინ, კილიან მბაპეზე ისაუბრა:
,,როგორ ვიმოქმედებთ მბაპეს წინააღმდეგ? ძალიან სწრაფები უნდა ვიყოთ. კილიანის დასაჭერად სკუტერები დაგვჭირდება.
მის წინააღმდეგ ინდივიდუალურად თამაში ძალიან რთულია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამ პრობლემის გადასაჭრელად კოლექტიურად უნდა ვიმუშაოთ,'' - მილიკის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდება. მატჩი ხვალ გაიმართება.
მიმდინარე მუნდიალზე კილიან მბაპეს ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.