მილანმა 20 წლის ნახევარმცველის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მილანმა" 20 წლის ნახევარმცველის - ფილიპო ტერაჩიანოს ტრანსფერის თაობაზე, პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "მილანსა" და "ვერონას" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, "როსონერი" ტერაჩიანოს €4.5 მილიონის სანაცვლოდ შეიძენს, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, კიდევ 1 მილიონი ევრო დაემატება. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ "მილანსა" და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის, კონტრაქტის პერსონალური პირობებიც შეთანხმებულია.
ფილიპო ტერაჩიანო "ვერონას" ძირითადი გუნდის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში კლუბის მაისური 39 შეხვედრაში მოირგო.