"მილანის სპორტული დირექტორი საბა გოგლიჩიძეს ტრანსფერზე მუშაობს" - Serie B News
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიური გრანდი მილანი მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს, ერთ-ერთი პოზიცია, სადაც მათ ფეხბურთელის დამატება სჭირდებათ ცენტრალური დაცვის ხაზია. Serie B News, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ახალ ამბებზე წერს საბა გოგლიჩიძის მიმართ მილანის ინტერესზე გაამახვილა ყურადღება.
მილანი ტრანსფერებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, მათი სამიზნე სერია B-ში გავარდნილი გუნდის ცენტრალური მცველია. იტალიური გუნდის სპორტული დირექტორი, იგლი ტარე გუნდის გარდაქმნას აპირებს და სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი ქართველი ფეხბურთელია.
მოდით, ვისაუბროთ საბა გოგლიჩიძეზე, რომელიც ემპოლის საკუთრებაა. 21 წლის ფეხბურთელმა ტოსკანურ გუნდში მისვლისთანავე დაიმკვიდრა თავი და რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში. როგორც ცნობილია, ემპოლიმ სერია A-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა და მალე ფეხბურთელთან გამომშვიდობება მოუწევს, რადგან ფეხბურთელმა და თავის ირგვლივ მყოფმა ხალხმა განაცხადეს, რომ მას მეორე დივიზიონში თამაში არ სურს. ემპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა საბას წასვლის შემდეგ მოთამაშე ფეხბურთელიც უკვე აირჩია, ეს კევინ პასალიჩია.
მილანის ინტერესი ქართველი ფეხბურთელის მიმართ არის მიპყრობილი, მილანელებს მიაჩნიათ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ზრდის პოტენციალი აქვს და შეუძლია გუნდს წინსვლაში დაეხმაროს. სატრანსფერო ღირებულება, რომელიც გუნდმა საბას სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს 7-დან 8 მილიონ ევრომდეა. - წერს Serie B News