Belive

" მიხარია, რომ  გაუმაძღარი  ეგომანიაკის ნამდვილი სახე ვნახეთ" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები პოლ პოგბაზე გაბრაზდნენ  და მას "ხარბი" უწოდეს.  დღეს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "Pogmentary", სადაც ნაჩვენებია, როგორ არ კმაყოფილდება ფრანგი ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ კონტრაკტს. საუბარია 300 000 ფუნტზე კვირაში.   აწ გარდაცვლილი ,მინო რაიოლა პოგბას ეუბნება:
"პოლ, შენ გარსაკუთრებულ სიტუაციაში ხარ. წამოდგენაც კი არ გაქვს. ნახევარმცველმა უპასუხა: "მანჩესტერმა (იუნაიტედმა) მეორე შეთავაზება გააკეთა?"  რაიოლა: "დიახ. მათ ძალიან უნდათ, რომ დარჩე. მე ვუთხარი მათ: " თუ გსურთ მისი დარჩნა,  ამჯერად სხვაგვარად უნდა მოიქცეთ და ფული მაგიდაზე დადოთ." პოგბა პასუხობს: „ისინი ბლეფობენ, როგორ შეგიძლია უთხრა მოთამაშეს, რომ ძალიან  გსურს მისი დარჩენა და არაფერი შესთავაზო? ასეთი რამ არასდროს მინახავს."
  მას შემდეგ, რაც მათი საუბრის კადრები გავრცელდა, გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში მათი უკმაყოფილება არ დამალესპოგბას მიმართ. ერთმა გულშემატკივარმა ტვიტერზე დაწერა: „ 300,000 ფუნტი არაფერია? ლევანდოვსკიც კი,  არ იღებს ამდენს.. როგორი ხარბები გახდნენ ფეხბურთელები“. კიდევ ერთმა გულშემატკივარმა მსგავსი პოსტი გაავრცელა: " მიხარია, რომ  გაუმაძღარი  ეგომანიაკის ნამდვილი სახე ვნახეთ". პოგბას ურთიერთობა "იუნაიტედის" გულშემატკივრებთან ყოველთვის დაძაბული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ურთიერთობა ახლა საბოლოოდ დასრულდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები, როგორც ამბობენ, აღფრთოვანებულნი არიან, რომ პოლ პოგბა აღარ იქნება იუნაიტედის მოთამაშე  შემდეგ სეზონში. სავარაუდოდ, პოგბა იუვენტუსს შეუერთდება, როდესაც ის ოფიციალურად დატოვებს იუნაიტედს. 29 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ დაიბრუნებს თავის საუკეთესო ფორმას. მისი მთელი ყურადღბა ახლა საფრანგეთის ნაკრებზეა გადართული. პოგბა, ყატარში,  საკუთარ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვაში დაეხმარება.

სხვა სტატიები