"იმედია, ერთ დღეს მის დონეზე ვითამაშებ" - ჰოილუნი ერლინგ ჰოლანდზე
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს რასმუს ჰოილუნს თანაქალაქელი ერლინგ ჰოლანდის შესახებ ჰკითხეს. ნორვეგიულ გამოცემა TV2-თან საუბრისას ახალგაზრდა დანიელმა ნორვეგიელს საუკეთესო უწოდა.
იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს მის დონეზე ვითამაშებ. თუმცა, ჯერჯერობით ვთვლი, რომ ეს ადრეა. ერლინგი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი თუ არა, საუკეთესო თავდამსხმელი მაინც არის. არ მინდა მას შევედარო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: იმედი მაქვს, ერთ დღეს მასსავით ვითამაშებ. მე მხოლოდ 20 წლის ვარ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. - განაცხადა რასმუს ჰოილუნმა
🔴 Rasmus Højlund: “Haaland? Better not to be compared, he’s in a class of his own”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 17, 2023
“I hope one day I can reach his level, but right now I think it's too early. Erling is the world's best striker, if not the world's best footballer!”, told TV2. pic.twitter.com/fS5Jnwc5L8
დანიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ატალანტადან" 72 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" მაისური 8-ჯერ მოირგო და მეტოქის კარის აღება სამჯერ შეძლო.