მიკელ მერინო: "ჯერ არაფერი დასრულებულა - საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/4-ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება. ლონდონის "არსენალმა" პირველი შეხვედრა "რეალს" ლონდონში 3:0 მოუგო, საპასუხო მატჩს კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს, რომელიც 1/2-ფინალისტის ვინაობას გადაწყვეტს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "მეთფეთა" შემტევმა - მიგელ მერინომ, მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
"„ჩვენ მადრიდში ოპტიმიზმით სავსეები მივდივართ. ლონდონში „არსენალმა“ გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე „რეალმა“ და მივიჩნევ, რომ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ.
„დეკლან რაისის გოლამდე ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური მუხტი მივიღეთ, რასაც მოყვა როგორც მეორე, ასევე ჩემი მესამე გოლი.
არ ვეცნობი სოციალურ მედიას, ვინაიდან ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ფეხბურთელების ფსიქიკაზე. ვფიქრობ, ყველაზე კარგი ვარიანტი სპორტზე ორიენტირებაა. ფეხბურთელებს გვაქვს რუტინული ცხოვრება და ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს კონდიციებზე. ვიცი, რომ ახლა ყველა „ბლანკოსთან“ თამაშზე წერს და ფიქრობს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მე ნაკლებად ვარ დაკავებული სოციალური ქსელების გამოყენებით.
ბერნაბეუზე თამაშის გამოცდილება მიღებული მაქვს, ვიცი რამდენად ძლიერია სამეფო კლუბი საშინაო კედლებში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მათ წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო რთულია. ყველა ფეხბურთელი იაზრებს, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ჩვენ 3:0 გავიმარჯვეთ, რაც გვაძლევს უპირატესობას, თუმცა საქმე ბოლომდეა მისაყვანი. - მიკელ მერინო
შეგახსენებთ, რომ მიკელ მერინომ პირველ დაპირისპირებაში "რეალის" კარის აღება მოახერხა.
"რეალისა" და "არსენალის" დაპირისპირება 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.