Belive

"მიკელ არტეტას მსგავს კომენტარს არ გავაკეთებ" - პეპ გვარდიოლა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-14 ტური შესანიშნავი შეხვედრით დაიხურა. დღის ბოლო მატჩი "ეტიჰად სთეიდიუმზე" "სიტისა" და "ტოტენჰემს" შორის გაიმართა.

შეხვედრის მე-6 წუთზე ლონდონელები წინ გავიდნენ, თუმცა, "ქალაქელებმა" მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მეტიც, ფოდენის გოლით, 31-ე წუთზე გვარდიოლას გუნდი წინ გაიჭრა და ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარში "ტოტენჰემმა" გაათანაბრა, მაგრამ "სიტიმ" ისევ შეძლო დაწინაურება. 90-ე წუთზე დეიან კულუშევსკიმ, ლონდონელთა მხრიდან, მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 3:3 დააფიქსირა.

მატჩის დასრულებამდე "ქალაქელებს" წინ გასვლის შანსი ჰქონდაT, თუმცა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და თითქმის ერთი-ერთზე გასული ჯეკ გრილიში გააჩერა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, "სიტის" რიგებში უკმაყოფილება აშკარა იყო. თავად გვარდიოლაც კი, აღშფოთებული იყო. თუმცა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მშვიდად მიუგო, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ ისაუბრებდა.

შემდეგი შეკითხვა. მიკელ არტეტას მსგავს კომენტარს არ გავაკეთებ. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა, მსაჯმა სასტვენით სიგნალი მისცა. გადაცემის შემდეგ სასტვენი, მე ეს არ მესმის. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

უკვე სამი ტურია, რაც "მანჩესტერ სიტი" მოგებას ვერ ახერხებს. "ქალაქელებს" საკმაოდ რთული შეხვედრები ჰქონდათ "ტოტენჰემთან", "ლივერპულთან" და "ჩელსისთან". გვარდიოლას ბიჭებმა ყველა მატჩი ფრედ ითამაშეს და 8 გოლი გაუშვეს. 14 ტურის შემდეგ, "მანჩესტერ სიტი" 30 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები