ლუის ენრიკე: ,,გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც არასდროს დანებდებიან''
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,იყო თუ არა ეს პსჟ-ს საუკეთესო გამარჯვება? ინტენსივობის თვალსაზრისით ბაიერნთან მატჩიც ამავე დონის იყო, განსხვავება მხოლოდ შედეგია და ის თუ რა რჩება ადამიანების გონებაში. როცა ბურთს ვკარგავთ, პრესინგს არ ვწყვეტთ. ამ საღამოს ასეთი გუნდის, მწვრთნელისა და ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგებით ვამაყობ. სრულყოფილი თამაში გამოვიდა.
ქამბექის შესაძლებლობა? მგონი, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ასე მოხდა ლანსთან და მონაკოსთანაც. ამ გუნდს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ეს მატჩი ჩემს ფეხბურთელებს გააძლიერებს, ისინი ახალგაზრდები არიან და მსგავს შეხვედრებში დიდი გამოცდილება არ ჰქონიათ. ეს გუნდი არასდროს დანებდება, მაშინაც კი თუ მეტოქესთან ჩამორჩენა 2-ბურთიანი იქნება.
კონკურენცია გუნდში? რაც მეტია კონკურენცია, მით უფრო ბედნიერი ვარ. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელს არ შეუძლია, საკუთარი თავი ხელშეუხებლად მიიჩნიოს. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც არასდროს დანებდებიან.
უნდა ვაღიარო, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. ისინი ჩვენს მხარდაჭერას არ წყვეტენ და შეგვიძლია, დღევანდელი გამარჯვება მათ მივუძღვნათ. - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' 4:2 დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდი 53-ე წუთისთვის მეტოქესთან 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა.
პარიზელები ბოლო ტურის მატჩს 30 იანვარს, ,,შტუტგარტის'' წინააღმდეგ გამართავენ.