Belive

"მიკელ არტეტამ შესაძლოა არსენალი დატოვოს და ბარსელონაში წავიდეს" - Sportbible

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიკელ არტეტა სეზონის ბოლოს "არსენალიდან" წასვლას განიხილავს. შემდეგი კლუბი სადაც შესაძლოა ესპანელი მთავარი მწვრთნელი წავიდეს "ბარსელონაა", ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა Sportbible წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არტეტამ არაოფიციალურად უკვე განაცხადა თავისი წასვლის შესახებ. "არსენალის" თავკაცს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2025 წლამდე აკავშირებს.

ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც არტეტა "ბარსელონაში" ხავის პოტენციურ შემცვლელად მოიხსენიეს.

ესპანელი სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2019 წლის დეკემბრიდანაა და მოიგო ერთი FA თასი და ორი Community Shields.

"ვილიარეალთან", რომელშიც "ბარსელონა" 3:5 დამარცხდა, მატჩის შემდეგ ხავიმ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ხავი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად 2021 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა, ამ დროის შემდეგ მან გუნდს 122 თამაშიდან 75 მოაგებინა, 26-ში დამარცხდა, 21 კი ფრედ ითამაშა. "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში ხავიმ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები