Belive

მიკელ არტეტა ინგლისის პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგაში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა გაირკვა.

ინგლისის ელიტარული საფეხბურთო დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელმა, მიკელ არტეტამ დაიმსახურა.

ესპანელმა სპეციალისტმა მარტის თვეში "მეთოფეებთან" ერთად 4 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო: "ევერტონთან" - 4:0, "ბორნმუთთან" - 3:2, "ფულემთან" - 3:0 და "კრისტალ პალასთან" - 4:1.

პრიზისთვის ბრძოლაში მიკელ არტეტამ თანაგუნდელი და ყოფილი ხელმძღვანელი, პეპ გვარდიოლა, "ასტონ ვილას" თავკაცი უნაი ემერი და "ბრაიტონის" მენეჯერი რობერტო დე ძერბი დაამარცხა.

მიკელ არტეტამ ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში მეოთხედ, კარიერაში კი მეექვსედ მოიგო.

ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგაში ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ დაგროვებული 69 ქულით და უახლოეს კონკურენტ "მანჩესტერ სიტისთან" 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა "ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები