Belive

მიკელ არტეტა: "ეს მხოლოდ ერთი ტაიმი იყო - პარიზში რაიმე განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე უსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გაიტანა. ამ მარცხით უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ლონდონური კლუბი, რომლებსაც პარიზში მინიმუმ ერთი ბურთით აქვთ მოსაგები.

,,არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ , ,,პსჟ'' -სთან წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი კლუბის შანსები შეაფასა.

"ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა და ფინალში გასვლის დიდი შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

სამწუხაროდ მატჩი მძიმედ დავიწყეთ და პირველი გოლის შემდეგ თამაშის გადაწყობა მომიწია, თუმცა მეორე ტაიმში თავი კარგად გავართვით, მაგრამ სამწუხაროა, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

არაუშავს, წინ მეორე თამაშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გსურს, მაშინ რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო... ჩვენ კი პარიზში რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ“. - მიკელ არტეტა

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები