მეცმა ლიგა 1-სკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
გიორგი მიქაუტაძის "მეცმა" ლიგა 2-ის ბოლო ტურში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და დიდი იმის ალბათობა, რომ გუნდი ლიგა 1-ში გადაინაცვლებს. ყველაფერი კი "ბორდოზე" იქნება დამოკიდებული, რომლის შეხვედრაც დღეს გარკვეული ინციდენტის გამო შეწყდა. საქმე იმაშია, რომ თუ ეს უკანასკნელი გამარჯვებას მოიპოვებს, ორივე გუნდს თანაბარი - 72 ქულა ექნებათ და ყველაფერს ბურთების სხვაობა გადაწყვეტს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ "ბორდოს" დიდი სხვაობით მოგება სჭირდება იმისათვის, რომ ლიგა 1-ში გადაინაცვლოს.
"მეცმა" ბოლო ტურში "ბასტია" 3:2 დაამარცხა. მიმდინარე სეზონი ფრანგული კლუბისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. "მეცმა" ბოლოს მე-13 ტურში, 24 ოქტომბერს "ლე ავრთან" წააგო. მას შემდეგ გუნდი კარგ ნოტაზე იყო და სეზონიც ასე დაასრულა.
"მეცის" წარმარტებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც სეზონის განმავლობაში 36 მატჩი ჩაატარა და აქედან 23-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.