Belive

ბენზემა: "საუდის არაბეთის ლიგა, მსოფლიოს საუკეთესოობისკენ მიიწევს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და არაბული "ალ იტიჰადის" ფორვარდმა - კარიმ ბენზემამ, საუდის არაბეთის ჩემპიონატზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ლიგა მალე მსოფლიოში საუკეთესო იქნება.

"რაც აქ ჩამოვედი, იმის შემდეგ ყოველდღიურად ვხედავ, თუ როგორ ანვითარებენ ეს ადამიანები ფეხბურთს. ამ ქვეყანაში წლების წინ ფეხბურთს არავინ თამაშობდა და უფრო მეტიც, არავის უყვარდა - ახლა რადიკალურად სხვა სიტუაციაა და ეს ალბათ გარედანაც ჩანს.

საუდის არაბეთის ლიგა მსოფლიოს საუკეთესოობისკენ მიმავალ გზაზეა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ამ ჩემპიონატში პროფესიონალი ფეხბურთელებისა და ვარსკვლავების გადინება-შეძენა მიმდინარეობს. რაც უფრო მეტ ვარსკვლავს ვიხილავთ საუდის არაბეთის ჩემპიონატში, მით უფრო განვითარდება ეს ჩემპიონატი.

ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ ამ კლუბის ერთ-ერთი წევრი ვარ. ჩემი სურვილია, რომ მომავალ სეზონებში უფრო მეტი საფეხბურთო ვარსკვლავი ვიხილო ამ ჩემპიონატში..."
- ქარიმ ბენზემა

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდი საუდის არაბეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი "ალ იტიჰადში" თამაშობს და დღევანდელ ფეხბურთში, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. 

საუდის არაბეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 6 მატჩში, ქარიმ ბენზემას ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი კლუბი კი სატურნირო ცხრილში 15 ქულით მეორე ადგილს იკავებს. 

სხვა სტატიები