მეცმა გიორგი მიქაუტაძე წარადგინა
გიორგი მიქაუტაძე "მეცში" დაბრუნდა, ფრანგულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის გუნდში დაბრუნებას ვიდეო მიუძღვნა.
გიორგიმ გუნდში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა:
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ დავბრუნდი. როცა "აიაქსში" წავედი, ბევრი მესიჯი მივიღე ისევე როგორც ბოლო დღეებში. მინდოდა ყველასთვის მადლობა გადამეხადა, რადგან ეს სიყვარული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "მეცის" მაისურს კვლავ მოვირგებ და მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლას ჩვენი ფანების წინაშე. - გიორგი მიქაუტაძე
[ ℙ𝕣𝕠 ]
— FC Metz ☨ (@FCMetz) January 4, 2024
👀 𝗟𝗮 𝘃𝗲́𝗿𝗶𝘁𝗲́ 𝘀𝗲 𝘁𝗿𝗼𝘂𝘃𝗲 𝗽𝗮𝗿𝗳𝗼𝗶𝘀 𝗱𝗮𝗻𝘀 𝗹𝗲𝘀 𝗱𝗲́𝘁𝗮𝗶𝗹𝘀.
🤝 @Unbonmaillot
გიორგი მიქაუტაძე "აიაქსიდან" 6 თვიანი იჯარით თავის ყოფილ კლუბ "მეცში" დაბრუნდა. იჯარა მოქმედებს ნახევარი სეზონი 2024 წლის 30 ივნისამდე, ხელშეკრულება მოიცავს "მეცისთვის" გამოსყიდვის უფლებას, რომელიც 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა შეიძლება ეს თანხა გაიზარდოს.
გიორგი მიქაუტაძე ნიდერლანდურ კლუბს 2023 წლის ზაფხულს "მეციდან" შეუერთდა, რომელიც ახლა იჯარით დაბრუნდა. 23 წლის ქართველი ფორვარდის კონტრაქტი "აიაქსთან" ძალაშია 2028 წლის 30 ივნისამდე.
ქართველი ფეხბურთელის დებიუტი "აიაქსის" შემადგენლობაში 2023 წლის 3 სექტემბერს შედგა "ფორტუნა სიტარდის" წინააღმდეგ. მიქაუტაძემ "აიაქსის" პირველ გუნდში ცხრა მატჩი ჩაატარა და არც გოლი, არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.