მეცის პრეზიდენტი: ,,გიორგი მიქაუტაძე აიაქსში ცოტა მოწყენილია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მეცის'' პრეზიდენტმა, ბერნარ სერინმა, მისი გუნდის ყოფილ თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა:
,,გიორგი მიქაუტაძე აიაქსში ცოტა მოწყენილია. ჩვენ ვაკვირდებით და გვაინტერესებს, რას აპირებს აიაქსი მასთან დაკავშირებით.
თუ მათ მისი იჯარით გაშვება უნდათ, მივესალმებით... მაგრამ, ამ მომენტისთვის ჩვენ საქმეში არ ვართ. - ბერნარ სერინი
გიორგი მიქაუტაძე ,,მეციდან'' ,,აიაქსში'' 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ამსტერდამული გუნდის მაისურით ძირითად შემადგენლობაში სულ ერთი შეხვედრა ჩაატარა.