Belive

მეცის მწვრთნელი: 'წუთებს ვითვლიდი, გამუდმებით საათს ვუყურებდი'

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ, "მეცი" ლიგა 2-ში პირდაპირ დაქვეითებას დრამატულად გადაურჩა. თავად საკუთარ მოედანზე "პსჟ"-თან (0:2) დამარცხდა, უშუალო კონკურენტმა, "ლორიენმა" კი თავისი შეხვედრა (5:0) მოიგო. ქულებითა და ბურთების შეფარდებით სრული თანაფარდობის მიუხედავად, ურთიერთშეხვედრებში სტუმრად მეტი გატანილი გოლის წესის გამო, მეცმა ჩემპიონატი მე-16 პოზიციაზე დაასრულა, ლორიენი კი გავარდა. ახლა გიორგი მიქაუტაძის გუნდს, დარჩენისთვის ბრძოლა პლეი იფში მოუწევს. მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ კომენტარი გააკეთა.

სიმართლე გითხრათ, თავს მშვიდად ვგრძნობდი იმის გამო, რომ პირველი ტაიმი მხოლოდ 0:2 დავთმეთ. მეორე ტაიმში გუნდიც დამშვიდდა და მოვახერხეთ ანგარიშის შენარჩუნება. შესაძლოა, ფანები გაბრაზდნენ, რომ დროის გაყვანას ვცდილობდით, თუმცა შედეგი იმით უნდა მიიღო, რა რესურის გაქვს.

პარალელურ შეხვედრაში მსგავს სცენარს არ ველოდით, გვეგონა, რომ კლერმონი უკეთესად გამოვიდოდა. წუთებს ვითვლიდი, გამუდმებით საათს ვუყურებდი და დროდადრო კოლეგებთან კონტაქტს ვამყარებდი, რომ ლორიენის მატჩის ანგარიში მეკონტროლებინა.

წაგებული მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს არავინ ულოცავს, თუმცა გასახდელში შესვლის შემდეგ ეს მაინც გავაკეთე. - განაცხადა ლასლო ბოლონიმ

"მეცი" პლეი ოფის ფინალში მეტოქეს ელოდება, მდგომარეობა კი ასეთია: ჯერ უნდა ჩატარდეს ლიგა 2-ის პლეი ოფის 1/4-ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს "პარიზი" და "როდეზი" უპირისპირდებინ (21 მაისი), ხოლო ნახევარფინალურ შეხვედრაში ამ წყვილიდან გამარჯვებული "სენტ-ეტიენს" შეხვდება. მოკლედ "პარიზი"/"როდეზი" - "სენტ-ეტიენიდან" გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე "მეცს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები