მეცი საფრანგეთის თასის შემდეგ ეტაპზე მარტივად გავიდა
საფრანგეთში ქვეყნის თასის 1/32-ფინალური შეხვედრები გაიმართა. ბიეშეიმმა საკუთარ მოედანზე მეცი მიიღო და 0:3 დამარცხდა, შესაბამისად, საუკეთესო 32 გუნდში წიტაიშვილისა და აბუაშვილის მეცი მოხვდა და ბრძოლას აგრძელებს.
ბიეშეიმი საფრანგეთის რანგით მეხუთე ლიგაში თამაშობს და აქამდე მოსასვლელად 2 ეტაპი გადალახა, ხოლო უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე მეცი, საფრანგეთის თასის გათამაშებაში, სწორედ დღევანდელი შეხვედრიდან ჩაერთო.
გიორგი წიტაიშვილი მეცის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა (7.0 შეფასება დაიმსახურა), ხოლო გიორგი აბუაშვილი შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო.
#ASCBFCM
— FC Metz ☨ (@FCMetz) December 20, 2025
C’est terminé à Biesheim.
Sérieux et appliqués, nos Grenats s’imposent logiquement et valident leur ticket pour les 16emes de finale de la @coupedefranceCA. pic.twitter.com/jCDjCpdD0g