Belive

მეცი პარიზთან დამარცხდა | წიტაიშვილის და აბუაშვილის შეფასება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურის შეხვედრაში პარიზმა მეცი 3:2 დაამარცხა. ორივე ქართველმა, გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს, ასევე უნდა ითქვას, რომ ორივე 62-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი წიტაიშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ლიგა 1-ში სადებიუტო საგოლე გადაცემა შეასრულა, ბურთს 30-ჯერ შეეხო, 16 გადაცემიდან 12 ზუსტად შეასრულა, 2-ჯერ კარისკენ დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, წიტაიშვილმა 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა.

შეფასება:

  • Sofascore - 6.4

  • Flashscore - 7.4

  • Whoscored - 7.2

გიორგი აბუაშვილი კი ბურთს 25-ჯერ შეეხო, 11 გადაცემიდან 9 ზუსტად შეასრულა, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა.

შეფასება:

  • Sofascore - 6.5

  • Flashscore - 6.5

  • Whoscored - 6.4

მეცი საფრანგეთის ლიგა 1-ში უქულუდაა, მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 14 სექტემბერს, ანჟეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები