მეცი ისევ დამარცხდა | რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა?
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში სტრასბურგმა მეცს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ლიგა 1-ის უკვე მეექვსე შეხვედრაა, რაც მეცი გამარჯვებას ვერ ახერხებს (5 მარცხი და 1 ფრე).
გიორგი წიტაიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. წიტაიშვილმა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მას კარის მიმართულებით არ დაურტყამს, ერთი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა და ზოგადად პასების სიზუსტე 85%-ს შეადგენდა - მისი შეფასება 6.1-ია. გიორგი აბუაშვილმა, მიღებულ 20 წუთში 8-დან 8 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 6.4 შეფასება დაიმსახურა.
მეცს 12 ქულა აქვს და ჩემპიონატის ბოლო ადგილზეა - ქართველების კლუბს ყველაზე მეტი (40) გოლი აქვს გაშვებული და ბალანსი (-21)-ია.
შემდეგი ტურის შეხვედრაში, 25 იანვარს, მეცი საკუთარ მოედანზე ლიონს მიიღებს.
#RCSAFCM
— FC Metz ☨ (@FCMetz) January 18, 2026
C’est terminé à la Meinau.
Malgré de bonnes intentions, nos Grenats s’inclinent sur la pelouse de @RCSA. pic.twitter.com/sshPN8qRl5