Belive

გიორგი წიტაიშვილის შეფასება ოსასუნას წინააღმდეგ

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის დაპირისპირება რაიო ვალეკანოსა და ოსასუნას შორის ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი მე-16 წუთზე ანტე ბუდიმირმა გაიტანა, ხოლო 51-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა სერხიო კამელომ.

გიორგი წიტაიშვილი შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო, ქართველი ფეხბურთელი ბურთს 11-ჯერ შეეხო და 5-დან 2 გადაცემა ზუსტად შეასრულა (40%).

გიორგი წიტაიშვილის შეფასება:

  • Flashscore: 6.0

  • Sofascore: 6.2

  • Whoscored: 5.9

რაიო ვალეკანო ლა ლიგის ცხრილში 8 ქულით მე-8 პოზიციაზეა (2 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 10 ოქტომბერს ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები