მეცი ფსკერზე დაეშვა | რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა?
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოცე ტურში ანჟემ მეცს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ძნელად წარმოსადგენია, რომ ქართველების გუნდმა, ამ სეზონში, ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს - მეცმა ჩემპიონატის ბოლო 8 თამაშიდან 7 წააგო და ერთი ფრედ ითამაშა, გუნდს მხოლოდ 12 ქულა აქვს და ცხრილის ბოლო პოზიციაზე გადავიდა.
გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბუაშვილი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. წიტაიშვილს ორი წარმატებული დრიბლინგი და ერთი გამამწვავებელი გადაცემა ჰქონდა, მან 6.4-დან 6.8-დე შეფასება დაიმსახურა (WHOSCORED-ისა და SOFASCORE-ის მიხედვით). აბუაშვილმა ერთი პოტენციურად საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო, მისი შეფასება 6.1 ქულაა.
მეცი მეცხრე წუთზე 10 კაცით დარჩა - მცველმა, ჯინ-ფილიპ გბამინმა წითელი ბარრათი მიიღო და ისედაც ცუდ ფორმაში მყოფი გუნდი, ფაქტოფბრივად, გაწირა. მატჩის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა, ლუის მოუტონმა გაიტანა.
შემდეგი ტურის შეხვედრაში, მეცი სახლში ლილს ეთამაშება.
1⃣ - 0️⃣ #SCOFCM
— FC Metz ☨ (@FCMetz) February 1, 2026
🔚 C'est terminé à Raymond-Kopa.
Réduits à dix dès l'entame de la partie, et rapidement menés au score, les Grenats s'inclinent à @AngersSCO malgré plusieurs opportunités en fin de rencontre ⚡️ pic.twitter.com/Ok3WDc9Y7J