Belive

მეცი ამჯერად 10-კაციან ბრესტთან დამარცხდა - მატჩს მიქაუტაძეც ესწრებოდა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 24-ე ტურში მეცმა ბრესტს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი ქულების დაგროვებას ისევ ვერ იწყებს - მეცმა ბოლო 9 მატჩიდან 7 წააგო და 2-ჯერ ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ბრესტი 22-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა, თუმცა მეცმა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო.

წიტაიშვილმა თამაში ძირითად შეამდგენლობაში დაიწყო, აბუაშვილი მეორე ტაიმის სტარტზევე შევიდა მინდორზე, ხოლო ქვილითაია მეცს 59-ე წუთზე დაემატა. სამივე ქართველის შეფასება მეტნაკლებად ერთმანეთს ემთხვევა (თითოეულის 6.5-დან 6.7-დე / SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).

მატჩს ესწრებოდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც ყოფილი კლუბის მოედანზე დაბრუნებას ემოციური უწოდა - სამწუხაროდ, მისი დაბრუნება წარმატებული არ აღმოჩნდა.

მეცი 13 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში სტუუმრად ლანსს ეთამაშება - ეს თამაში კიდევ უფრო რთული უნა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლანსი, ამ მომენტისთვის, ტურნირის მეორე საუკეთესო გუნდია.

სხვა სტატიები