მესუთ იოზილი: "ელ კლასიკომ ხიბლი დაკარგა და ეს ბარსელონას ბრალია..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა - მესუთ იოზილმა, მოახლოებულ ელ კლასიკოზე ისაუბრა და "ბარსელონა" მკაცრად გააკრიტიკა.
"მაშინ, როდესაც მე რეალის ფეხბურთელი ვიყავი და ელ კლასიკოებში ვთამაშობდი, მაშინ ამ მატჩს მთელი მსოფლიო ელოდა, ახლა კი არანაირი ინტერესი აღარ არის. ყოველ შემთხვევაში ისეთი მაინც, როგორიც ჩემს დროს იყო.
ჩვენდა სამწუხაროდ, "ბარსა" იყო ალბათ საუკეთესო გუნდი ისტორიაში, მაშინ როდესაც მე მათ წინააღმდეგ მიწევდა თამაში.
პეპის [გვარდიოლას] ბარსა სხვა დონეზე იყო, რა თქმა უნდა განსხვავდებოდა ამჟამინდელი ბარსასგან. ვფიქრობ, ახლა გლობალურ დონეზე უფრო მეტი ყურადღება გამახვილებულია ისეთ თამაშებზე, როგორიცაა ლივერპული-მანჩესტერ სიტი და ა.შ.
ვფიქრობ, ელ კლასიკოს დონე ძალიან დაეცა და სირცხვილია. მაგრამ ეს არ არის მადრიდის "რეალის" ბრალი, რადგან "რეალი" უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. პრობლემა "ბარსაა", რომელმაც დაკარგა პოტენციალი. გარდა ამისა, ისინი ძალიან უაზროდ წუწუნები გახდნენ და პრობლემას მუდამ მსაჯებში ეძებენ.
ბევრ გულშემატკივარს და მათ შორის მეც, ჯერ კიდევ მენატრება ელ კლასიკოს ეს ეპოქა. - მესუთ იოზილი
მესუთ იოზილს ელ კლასიკოში 18-ჯერ უთამაშია, აქედან 4-ჯერ გაიმარჯვა, 6-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 8-ჯერ დამარცხდა. მას "ბარსელონას" წინააღმდეგ 1 გატანილი გოლი და 6 შესრულებული საგოლე გადაცემა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკო 21 აპრილს, 23:00 საათზე შედგება.