Belive

არნე სლოტი: "გუნდით კმაყოფილი ვარ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი, გუნდის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, არასასურველ სათამაშო ფორმასა და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

„რეალურად, ყველაფერი გვაქვს, რადგან სრულიად კმაყოფილი ვარ გუნდით, ფეხბურთელების დონით, სტრატეგიითა და პოლიტიკით. პრობლემა, თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ, ის არის, რომ წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ყველამ სრულფასოვნად არ გაიარა, ან ტრავმირებულია.

ეს შედეგების გამართლება არ არის. ბევრი გასვლითი თამაში ორდღიანი შესვენებით გასულ სეზონშიც კი რთული იქნებოდა. პრობლემა შემადგენლობაში კი არა, ტრავმებსა და სეზონის განმავლობაში მოთამაშეების ხელმისაწვდომობაშია", - ამბობს არნე სლოტი.

ლივერპული ინგლისის პრემიერ ლიგაში 9 ტურის შემდეგ, მეშვიდე პოზიციას იკავებს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს ასტონ ვილასთან, საშინაო კედლებში 2 ნოემბერს გამართავს.

სხვა სტატიები