Belive

"მესი ფენომენალურია, მაგრამ..." - ენდრიკმა რჩეული დაასახელა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

17 წლის ბრაზილიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა - ენდრიკმა, მადრიდის "რეალისა" და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ენდრიკმა, რომელიც უკვე "რეალის" საკუთრებაა აღნიშნა, რომ სამეფო კლუბში თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა.

ენდრიკი "საყოველთაო დებატებშიც" ჩაერთო და მესისა და რონალდუს შორის, საუკეთესო დაასახელა. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა უპირატესობა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მიანიჭა.

ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ "რეალში" მეთამაშა. კრიშტიანუ რონალდუ ჩემი კუმირია. მესი ფენომენალური ადამიანია! მაგრამ, მე კრიშტიანუ უფრო მომწონს. უდიდესი სიამაყეა იმის ცოდნა, რომ იგივე მაისურს ჩავიცვამ, რომლითაც რონალდუ თამაშობდა. - ენდრიკი.

შეგახსენებთ, ენდრიკმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში 17 წლისა და 118 დღის ასაკში ითამაშა და 1993 წლის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელსაც "სელესაოში" დებიუტი ჰქონდა. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში კი პელეს, ედუსა და ფილიპე კოუტინიოს შემდეგ, მე-4 ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია.

სხვა სტატიები