Belive

მესისა და რონალდუს რეიტინგები EA FC 24-ში ცნობილია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც უკვე მოგეხსენებათ, EA Sports-მა FIFA-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორი ახალი სახელით მოგვევლინა. EA FC-ის ტრეილერმა გულშემატკივარში მალევე გამოიწვია აღფრთოვანება.

სოციალურ ქსელში გაჟონა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის რეიტინგებმაც, რომლითაც გულშემატკივარი გაოცებული დარჩა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა FIFA 07-ის შემდეგ, ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა. თავის მხრივ, დაღმასვლა განიცადა ლიონელ მესიმაც. 

DonkTraiding-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანუს რეიტინგი 86 იქნება. შეგახსენებთ, რომ CR7-ის შესაძლებლობები FIFA 23-ში 90 ქულით იყო შეფასებული. 

როგორც ვახსენე დაღმასვლა აქვს ლეო მესისაც, თუმცა, არგენტინელის ვარდნა ძალიან უმნიშვნელოა. FIFA 23-ის შემდეგ ლეოს რეიტინგს მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა და ახლა მისი შესაძლებლობები 90 ქულით არის შეფასებული. 

სხვა სტატიები