Belive

მესისა და რონალდუს გარეშე - ლევანდოვსკიმ 5-კაციანი ოცნების გუნდი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის, ოცნების ხუთელის დასახელება სთხოვეს.

პოლონელის სიმბოლურ გუნდში ვერც ლეო მესი მოხვდა და ვერც - კრიშტიანუ რონალდუ:

,,ვფიქრობ, მეკარე ბრაზილიელი ტაფარელი იქნება. ეს 20 წლის წინ იყო, მაგრამ მისი თამაშის ყურება სიამოვნებას მანიჭებდა. მცველი - კარლეს პუიოლი... ახლა სამი შემტევი უნდა ავირჩიო.

ნახევარმცველად ზინედინ ზიდანს დავასახელებ, თავდამსხმელად კი ტიერი ანრის. მე მწვრთნელი ვიქნებოდი და მათ ხელმძღვანელობას შევძლებდი. ვინ იქნება კიდევ ერთი ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, რონალდინიო თავის საუკეთესო წლებში.'' - რობერტ ლევანდოვსკი

მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 25 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

პოლონელს კატალონიურ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები