ფლიკმა ბოლო 10 წლის საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი დაასახელა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი ბოლო 10 წლის საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად რობერტ ლევანდოვსკის მიიჩნევს:
,,ბოლო 10 წლის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია!
მისი საქმე წინ თამაში და გოლების გატანაა და სწორედ ამას აკეთებს. მარტივია...'' - ფლიკი
ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ხეტაფეს'' სწორედ ლევანდოვსკის გოლით მოუგო.
მიმდინარე სეზონში პოლონელის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 8 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.