Belive

მესის საჩუქარი ლეგენდარული კრიკეტის მოთამაშის ქალიშვილს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესის, რომ მთელი მსოფლიო იცნობს ამაზე დავა არ ღირს. ის დიდი პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთელის გულშემატკივრებში არ სარგებლობს. მას თაყვანისმცემლები სხვა სპორტიდანაც ჰყავს.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შვიდი წლის ზივა დონია. ზივა არის ინდოეთის კრიკეტის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მაჰენდრა სინგ დონის ქალიშვილია, რომელიც ლეოს დიდი გულშემატკივარია. მსოფლიო ჩემპიონმა მის პატარა ქომაგს საშობაოდ არგენტინის მაისური გაუგზავნა, რომელზეც საკუთარი ხელმოწერა იყო დატანილი.

პატარა გულშემატკივარმა მაისურის ფოტო საკუთარ Instagram გვერდზე გაავრცელა. მაისურზე მესის ხელმოწერასთან ერთად პატარა წარწერაც იყო - "ზივასთვის".

View this post on Instagram

A post shared by ZIVA SINGH DHONI (@ziva_singh_dhoni)

მიუხედავად იმისა, რომ დონი და მესი ერთსა და იმავე სპორტს არ მისდევენ, მათ ერთი საერთო მაინც აქვთ. ორივე მათგანმა შეძლო საკუთარი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა.

სხვა სტატიები