"მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდები" - დი მარიას და მისი მეუღლის მიმოწერა გასაჯაროვდა
მეუღლესთან გაგზავნილი შეტყობინებები აშკარად ცხადყოფს იმას, რომ ანხელ დი მარია დარწმუნებული იყო მისი გუნდის ჩემპიონობაში.
ანხელი ფინალისთვის დაუბრუნდა არგენტინის სასტარტო თერთმეტეულს და პირველ ტაიმში მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო.
ლიონელ სკალონის თამაშის გეგმა მას შემდეგ აირია, რაც მოედნიდან 64-ე წუთზე დი მარია გაიყვანა. სიტუაცია უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ სწრაფი დუბლი გაიტანა. ნერვიული და დაძაბული მომენტების მიუხედავად, ანხელს გული უგრძნობდა, რომ ეს მათი წელი იყო და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ფინალში გოლს გაიტანდა.
"მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდები საყვარელო. ეს დაწერილია. გოლსაც გავიტან. ხვალინდელი დღით ისიამოვნე, რადგან ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით. 26 ფეხბურთელი აქ ერთი ოჯახივით ვართ და ჩვენ ამას ვიმსახურებთ." - მისწერა ფინალის წინა დღეს დი მარიამ მეუღლეს.
ფეხბურთელის ორივე წინასწარმეტყველბა ახდა. მან გოლის გატანაც შეძლო და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.