მესის მორიგი გენიალური მიღწევა - არგენტინელი პელეს გაუთანაბრდა
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აშშ-ს MLS-ის ჩემპიონატში ინტერ მაიამიმ ორლანდო სიტი სტუმრად 2:4 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ლეო მესიმ, არგენტინელის მიერ გატანილი ორივე გოლი შორეული გახლდათ, მაგრამ ერთ-ერთი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა და მორიგი ისტორიული მიღწევაც დააფიქსირა.
მესიმ კარიერაში 70-ე საჯარიმო დარტყმა გაიტანა, რითაც ბრაზილიელ ლეგენდას, პელეს გაუთანაბრდა და ამჟამად მას მხოლოდ ვეტერანი ფეხბურთელი ჟუნინიო პერნამბუკანო უსწრებს.
საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
ჟუნინიო პერნამბუკანო - 77 გოლი
ლეო მესი - 70 გოლი
პელე - 70 გოლი
რონალდინიო - 66 გოლი
ვიქტორ ლეგროტალიე - 66 გოლი