"მესის დასაბრუნებლად ბარსელონას დიდი ძალისხმევა დასჭირდება" - ხავიერ ტებასი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი "ბარსელონასა" და ლიონელ მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კატალონიურ კლუბს დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ არგენტინელი ისევ დაიბრუნოს.
"მესის დასაბრუნებლად "ბარსელონას" ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღება მოუწევს. მათ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს შეუძლებელია, თუმცა, წინ დიდი დროა, "ბარსას" შეუძლია ლეოს დაბრუნება." - განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.
თებერვალში კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, მესის მამას შეხვდა. თავად ლეო კი გუნდისგან უფრო სერიოზულ ნაბიჯებს ელის და იმედოვნებს, რომ ლაპორტა უშუალოდ მას შეხვდება.