Belive

მესის დაბრუნების თარიღი დამოკიდებული იქნება რეაბილიტაციის პერიოდზე

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერ მაიამის არგენტინელმა ლეგენდამ ლეო მესიმ ფილადელფიასთან დაზიანება მიიღო და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალეს. როგორც მატჩის დასრულების შემდეგ MLS-ის გუნდისგან გაირკვა დაზიანება არც თუ ისე სერიოზულია.

ინტერ მაიამიმ ლიონელ მესის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, ამერიკულმა კლუბმა განმარტა, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტების შემდეგ, საწყისი დიაგნოზი მარცხენა ბარძაყის კუნთების დაღლილობასთან დაკავშირებული გადატვირთვაა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელების კონკრეტული დრო არ გამოცხადებულა: შესაბამისად, მესის მოედანზე დაბრუნების თარიღი დამოკიდებული იქნება რეაბილიტაციის პერიოდზე.

სხვა სტატიები