ჰარი კეინმა ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე დუმილი დაარღვია და მედიასთან ისაუბრა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის სუპერვარსკვლავმა - ჰარი კეინმა, მის მომავალ სეზონში ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე დუმილი დაარღვია და საჯაროდ ისაუბრა.
32 წლის ფორვარდმა აღიარა, რომ იგი თავს 'რეკორდმაისტერში' ძალიან ბედნიერად გრძნობს და ბარსელონაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
"სოციალურ ქსელებში ბევრი იწერება, რომ თითქოს ბარსელონასა და ჩემს წარმომადგენლებს შორის პირველი მოლაპარაკება შედგა, თუმცა არც მე და არც ჩემი გუნდის წევრებს არავისთან გვქონია კონტაქტი, არავინ დამიკავშირებია.
ამჟამინდელ სიტუაციაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნთან ჩემი სიტუაცია ჯერ არ განგვიხილავს. არანაირი სიჩქარე საჭირო არ არის.
მიუნხენში ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი თამაშის მანერაში ჩანს. თუ ახალი კონტაქტი იქნება, მაშინ ვნახოთ. თუმცა, ახალ სეზონზე ჯერ არ ვფიქრობ. ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სეზონის შემდეგ ჩემი მხრიდან რამე შეიცვალოს..." - ჰარი კეინი
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ფორვარდს ეძებს. ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ მიმდინარე სეზონი კლუბის მთავარი ფორვარდისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის ბოლოა.
გარდა ჰარი კეინისა, ბარსელონას მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია, რომელსაც ბარსელონაში თამაში თავადაც სურს.