მესიმ ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გაიტანა
მამის გარდაცვალების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ არგენტინელს, თერთმეტმეტრიანიდან გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ისევ გაანიავა.
ლიონელ მესის, ინტერ მაიამის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება, ნამდვილ კოშმარად იქცა - არგენტინელმა ლეგენდამ ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო მისი გუნდი ნეშვილთან გამანადგურებლად, 1:4 დამარცხდა.
მესის მატჩის სცენარის შეცვლა 23-ე წუთზე შეეძლო, როდესაც მაიამი უკვე აგებდა, თუმცა მისი დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე ბრაიან შვაკემ მოიგერია.
ESPN-ის მონაცემებით, 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მესიმ ზედიზედ სამი პენალტი ვერ გაიტანა - ეს სერია ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, სადაც მან ავსტრიასა და ეგვიპტესთან შეხვედრებშიც ვერ შეძლო 11-მეტრიანის ნიშნულიდან გატანა.
მესის გაფუჭებულ პენალტს დაამატეს და გოლიც გავიდა, თუმცა 'საჯარიმოში ადრე შესვლის' წესის დარღვევის გამო, ეს გოლი გაუქმდა.
🚨 Messi misses yet ANOTHER penalty!
— 𝐓𝐌 𝐅Ú𝐓𝐁𝐎𝐋 (@TMfutbal) August 16, 2026
It's his 3rd penalty miss in a row. 🇦🇷❌️pic.twitter.com/7EBhdpUyzP