მესიმ, შესაძლოა, 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს
მესიმ და "ინტერ მაიამიმ", შესაძლოა, მსოფლიოს 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშონ. FIFA-ს ეგიდით გამართული ტურნირი, გაფართოებული ფორმატით, პირველად ჩატარდება. ამერიკის შეერთებული შტატები შეჯიბრს 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა კონტინენტის რეიტინგით საუკეთესო 32 კლუბი მიიღებს და ყოველწლიურის ნაცვლად, 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. რეიტინგის გარდა, მასპინძელ ქვეყანას 1 კლუბის მოწვევის უფლება ექნება. სავარაუდოა, რომ აშშ მოწვეულ კლუბად ინტერ მაიამის განიხილავს, გუნდში ხომ 8-გზის ოქროს ბურთის მფლობელი ლეო მესია და თანაც მაიამი შიდა ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ვის არ სურს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში? ცხადია, ჩვენ ეს გამოწვევა გვაქვს და გვსურს იქ ყოფნა. ჩვენი გუნდის ჩატარებული მეორე წრე და მომავალი მიღწევები განსაზღვრავს იმას, დავიმსახურებთ თუ არა მიწვევას - განაცხადა ინტერ მაიამის მწვრთნელმა, ტატა მარტინომ
მესიმ ძველი ფორმატის საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, თუმცა უკანასკნელად ეს 2015 წელს მოახერხა, როცა "ბარსელონამ" "იუვენტუსი" დაამარცხა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში კი ბარსას "რივერ პლეიტი" შეხვდა და გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ (3:0).