Belive

მესიმ საფეხბურთო კარიერა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მამის გარდაცვალების შემდეგ, ლიონელ მესიმ საფეხბურთო კარიერა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ხორხე მესი 68 წლის ასაკში, მძიმე სენთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, როსარიოს კლინიკაში გარდაიცვალა - უმძიმესი დანაკარგი, რომელმაც არგენტინელი ლეგენდის ცხოვრებაში უდიდესი სიცარიელე დატოვა.

ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ცნობით, რომელიც არგენტინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელი პროფესიულ საქმიანობას ჩამოშორდა, რათა ამ უმძიმეს პერიოდში ოჯახის გვერდით იყოს. მას ინტერ მაიამიში დაბრუნების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, რაც იმის აშკარა დასტურია, რომ ფეხბურთმა მის პრიორიტეტებში უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ხორხე მესი მხოლოდ მამა არ ყოფილა. ის გახლდათ შვილის პირველი მრჩეველი, აგენტი და უახლოესი თანამდგომი კარიერის პირველივე დღეებიდან - ადამიანი, რომელიც ლეოს დიდი ფეხბურთისკენ სავალ გზაზე ყოველ გადამწყვეტ ეტაპს თან ახლდა. ეს გზა ნიუელს ოლდ ბოისში დაიწყო და ესპანეთში გადაბარგებით გაგრძელდა. ხორხემ გაიღო ის უდიდესი მსხვერპლი, რამაც მის შვილს ოცნების ასრულების საშუალება მისცა.

სხვა სტატიები