Belive

მესიმ რონალდუს რეკორდი გაიმეორა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, დღეს, იამაიკასთან ამხანაგურ შეხვედრაში, დუბლი გაიფორმა.

ლეოს 2022 წელს 21 გოლი დაუგროდა (10 ნაკრებში, 11 კლუბში), რაც მის კარიერაში ზედიზედ მეთექვსმეტედ მოხდა - არგენტინელი ვარსკვლავი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმუმ 20 გოლს 2007 წლიდან იტანს.

მესიმ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა, რომელიც ასეთ შედეგს (მინიმუმ 20 გოლი 1 წლის განმავლობაში) 2006 წლიდან 2021 წლის ჩათვლით აფიქსირებდა.

პორტუგალიელს წელს რეკორდის გაუმჯობესების შანსი ისევ აქვს - 2022 წელს მის ანგარიშზე ჯერჯერობით 13 გოლია.

______________________________________________________________________________________________

მესისა და რონალდუს გოლები წლების მიხედვით:

სხვა სტატიები