Belive

მესიმ ნაკრებში გაკეთებული საგოლე გადაცემების რეკორდი გაიმეორა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის ბოლო სანაკრებო მატჩში, ლეო მესი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა დიდ მიღწევას. პერუს წინააღმდეგ (1:0) მოგებულ შეხვედრაში, ოქროს ბურთის 8-გზის მფლობელმა საგოლე გადაცემა გააკეთა ლაუტარო მარტინესზე, ეს მესის სანაკრებო კარიერაში, ოფიციალურ მატჩებში, 58-ე პასი იყო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრების ფორმით ამავე რაოდენობის საგოლე პასი აქვს გაკეთებული, ამერიკელი ლენდონ დონოვანია.

დონოვანი შეერთებული შტატების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მან თავისი ქვეყანა 157-ჯერ წარადგინა და 57 გოლი გაიტანა. მას უთამაშია "ევერტონში", ლევერკუზენის "ბაიერში" და მიუნხენის "ბაიერნშიც" კი.

ოფიციალურ შეხვედრაში კიდევ ერთი საგოლე გადაცემით, მესი ისტორიაში საუკეთესო მეპასე გახდება, რომელსაც ნაკრების ფორმით უთამაშია.

სხვა სტატიები