მესიმ თავისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მადრიდის ,,რეალის'' კარში გატანილ გოლს მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი უწოდა:
,,ყოველთვის ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი გოლია ის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტან.
მუდამ მახსოვს გოლი, რომელიც მადრიდის რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავუტანე. ეს მატჩი 2:0 მოვიგეთ. - ლეო მესი
ჩემპიონთა ლიგის 2010-2011 წლების სეზონის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ,,ბარსელონამ'' ,,რეალს'' სტუმრად მესის დუბლით მოუგო (0:2).
შეხვედრის 87-ე წუთზე არგენტინელმა ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და შეტევა გოლით დაასრულა.