Belive

ბოლო თამაში ოქროს ასოებით - მესიმ სამუდამოდ შესანახი ფორმა წარადგინა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესი, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, სანაკრებო კარიერას შთამბეჭდავად ასრულებს. ფეხბურთის ლეგენდამ ის მაისური გამოაქვეყნა, რომლითაც მშობლიური ქვეყნის შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს - მაისურს ოქროსფერი ნომრები ამშვენებს.

„ბოლო მატჩი... მაისური, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება“ - დაწერა მესიმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

View this post on Instagram

A post shared by Leo Messi (@leomessi)

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, მესის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, ამხანაგური ხასიათისა იქნება: 6 ოქტომბერს, ბუენოს აირესში, „ესტადიო მონუმენტალზე“ არგენტინა ბენინს დაუპირისპირდება. ეს მატჩი, სპორტის ისტორიაში, ერთ-ერთი უდიდესი კარიერის გრანდიოზულ ზეიმად იქცევა.

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელია. სწორედ მისი ლიდერობით აღმართა ეროვნულმა გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონის თასი.

სხვა სტატიები